Get Adobe Flash player

სტატიები

პროექტი “რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან ”

პრესრელიზი

2014 წლის 12 სექტემბერს, ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთში, „აგრო-ბიზნეს კონსალტინგმა“(ABC) პროექტის - „რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან“(REPAIR) ფარგლებში ჩაატარა ტრეინინგი - “გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში“. ტრეინინგი ჩატარდა ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციისთვის - „ქალები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“. მას ესწრებოდა 24 ქალბატონი, რომელნიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის მსვლელობაში. ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ინვესტიციების მოზიდვისა და მართვის ცენტრი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“. ტრეინინგზე განიხილეს თემები: “შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო  მდინარეებზე ზემოქმედების ეკოლოგიური საფრთხეები საქართველოში”, ”საკანონმდებლო ასპექტები დაკავშირებული კლიმატის ცვლილებების გლობალურ პრობლემებთან საქართველოს კანონმდებლობაში“, „ეკონომიკური მექანიზმები გარემოსდაცვის მართვაში რომლებიც მიმართულია სათბურის გაზების შემცირებისკენ“, „გარემოზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“, „ნარჩენების მართვა“.

 

 

Alternative flash content

Requirements

<< < აგვისტო 2019 > >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31