Get Adobe Flash player
Frontpage Slideshow

Frontpage SlideShow is the most eye-catching way to display your featured articles, stories or even products in your Joomla! based…

Powers thousands of sites worldwide

Frontpage Slideshow is used in websites visited by millions of people everyday around the world like Linux.com, BettyConfidential.com, the World…

Frontpage Slideshow | Copyright © 2006-2011 JoomlaWorks Ltd.

განცხადება კონკურსის შესახებ

 

კავშირი „აგრო-ბიზნეს კონსალტინგი“ სამცხე-ჯავახეთში ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში ატარებს კონკურსს, რომელიც დააფინანსებს მეფუტკრეობის დარგის კონკრეტულ მიმართულებებზე ორიენტირებულ მიკრო პროექტებს, რომელთა განხორციელება მოწინავე მეთოდიკის დანერგვით და რესურსების რაციონალური მოხმარების გზით ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეფუტკრეთა მეურნეობების განვითარებას და ალტერნატიული, სტაბილური შემოსავლის წყაროს შექმნას. სამცხე-ჯავახეთის ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში მეორე კონკურსისათვის დაგეგმილია რამოდენიმე მიკრო პროექტის დაფინანსება. თითოეულ ასეთ პროექტზე გასაცემი დაფინანსება განისაზღვრება მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 3000 აშშ დოლარის ოდენობით. კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელება დაგეგმილია დაიწყოს 2010 წლის მარტი-აპრილიდან. პროექტები უნდა დამთავრდეს 2011 წლის იანვრამდე. დაფინანსება განხორციელდება კონკურსის წესით. დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც გეოგრაფიულად კონცენტრირებული იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონებში, გამომდინარე მილსადენის განლაგებიდან. დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა დამოუკიდებლად ან ერთობლივად შეუძლიათ შემდეგი ტიპის მიზნობრივ ჯგუფებს:

  • მეფუტკრეობაში დასაქმებულ ნებისმიერ ინდივიდუალურ პირს;
  • საინციატივო ჯგუ¬ფებს, რომლებიც აერთიანებს ერთ მჭიდრო ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანებს, ისინი ეწევიან ერთობლივ საქმიანობას, გააჩნიათ საერთო მოსაზრებები და ინტერესები, მზად არიან, საერთო ძალისხმევით გადაჭრან მათ წინაშე მდგომი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები;
  • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს (ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, ასოციაცია და სხვა), რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეფუტკრეობა, მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია, აქვთ პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება მეფუტკრეობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები საპროექტო განაცხადების შესადგენად აუცილებლად უნდა გაეცნონ მეთოდურ მითითებებს. საპროექტო განაცხადები უნდა მომზადდეს კონკურსზე წარსადგენი პროექტის სათანადო ფორმით. მეთოდური მითითებებისა და თანდართული სტანდარტული ფორმების მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ასევე კავშირ „აგრო-ბიზნეს კონსალტინგის“ ვებგვერდზე: http://www.abcgroup.ge საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექრონული ვერსია). მათი წარდგენა შესაძლებელია კავშირ „აგრო-ბიზნეს კონსალტინგის“ ბორჯომის ოფისში: ქ. ბორჯომი, ერეკლეს ქ. #37. (8 267)23358 საკონკურსო პროექტების მომზადებაში კონკურსანტებისადმი დამატებითი დახმარების გაწევის მიზნით კავშირ „აგრო-ბიზნეს კონსალტინგის“ ბორჯომის ოფისში გაიმართება საკონსულტაციო სემინარი 2010 წლის 3 და 4 თებერვალს, 12:00 საათზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმათონ საკონსულტაციოდ ბორჯომის ოფისში ყოველდღე 15 საათიდან 17 საათამდე.
    საკონკურსო პროექტები მიიღება 2010 წლის 22 თებერვლამდე, დღის 17:00 საათამდე. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო პროექტები აღარ მიიღება.
    ბიზნესის განვითარების პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება BP-სა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიაში ((BTC)) მონაწილე მისი ბიზნეს-პარტნიორების ინიციატივითა და დაფინანსებით. პროექტის მიზანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიებზე ჰარმონიული გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზით.

 

Alternative flash content

Requirements

<< < თებერვალი 2019 > >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28