Get Adobe Flash player
Powers thousands of sites worldwide

Frontpage Slideshow is used in websites visited by millions of people everyday around the world like Linux.com, BettyConfidential.com, the World…

Frontpage Slideshow

Frontpage SlideShow is the most eye-catching way to display your featured articles, stories or even products in your Joomla! based…

Frontpage Slideshow | Copyright © 2006-2011 JoomlaWorks Ltd.

სტატიები

“დაცული ტერიტორიების განვითარება” “მცირე გრანტების პროგრამა” 2004-2009


მცირე გრანტების პროგრამა პროგრამის შესახებ


მსოფლიო ბანკისა და გარემოს გლობალური ფონდის დახმარებითა და ხელშეწყობით საქართველოში განხორციელდება დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი.
დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის მიზანს წარმოადგენდა გამართული დაცული ტერიტორიები და მათი დამაკავშირებელი ეკოლოგიური დერეფნები, d.t.-სა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმიანობის ინტეგრაციის უზრუნველყოფა.
დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი განახორციელა `მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელმა სააგენტომ”.
დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის შემადგენელი ქვე-კომპონენტია მცირე გრანტების პროგრამა (მგპ). მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტრირებისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაცია, “აგრო-ბიზნეს-კონსალტინგი”, რომლის ძირითად მოვალეობას აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეადგენდა კახეთის რეგიონის დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობაში მცირე გრანტების პროგრამის (მგპ) კონკურსების ჩატარება, საპროექტო წინადადებების სრულყოფილი მომზადებისათვის დახმარების გაწევა, პროექტების მიღება-შეფასება, შეფასების აქტების მომზადება, დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელებთან მუშაობა, მიმდინარე პროექტების მონიტორინგი.


პროგრამის მოქმედების სფერო მოიცავდა კახეთის სამ რაიონს:

  • ახმეტა რაიონი (ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის, ილტოს აღკვეთილის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის, ნაკრძალის და ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიები.)
  • დედოფლისწყაროს რაიონი (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიები)
  • ლაგოდეხის რაიონი (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიები)


მცირე გრანტების პროგრამის პროექტების განხორციელებული შედეგები
მცირე გრანტების პროგრამით კახეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარეზონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალი საჭირო და სასიკეთო საქმიანობა განხორციელდა.სოფლებში, სადაც პრობლემა იყო მოსახლეობისთვის აუცილებელი სასმელი წყალი, გაკეთდა შიდა წყალმომარაგების სისტემები;მცირე გრანტების პროგრამით განხორციელდა ომალოს თემის სოციალური და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკოტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გზით; ორი სოფლის ძიბახევისა და ბირკიანის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მდინარე ალაზნის სადრენაჟო სისტემის მოწყობით, ახალი გაყვანილობის მიერთებით შიდა ქსელების არსებულ სისტემასთან; ოლეს ხეობის ფერმების სასმელი წყლით უზრუნველყოფა, რისთვისაც ჩატარდა წყალსადენის, სამარაგო რეზერვუარის, დასაწყურებელი ნავების რეაბილიტაცია და სარეგულაციოჭების მოწყობა; ქ. დედოფლისწყაროში სამი საუბნო ჭის ამოთხრა, მოპირკეთება. მათ შორის ერთში წყალი არ არის, ორი ჭით სარგებლობს 5 ოჯახი.


მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლების აღდგენა, როგორიცაა წმინდა ელიას ტაძარი, ხორნაბუჯი, შუამთა, შენაქოს ეკლესია; სამივე რაიონისთვის ხორციელდება უნარჩენო წარმოების დანერგვა-დემონსტრირება – ნახერხის ბრიკეტების დამზადების და მოსახლეობაში საწვავად გადაცემის სახით; კეთდება სანერგეები, სადაც ამრავლებენ ადგილობრივი პირობებისთვის მისაღებ (აკაცია, წაბლი, საკმლის ხე, ტუია, და სხვ. ქარსაცავი ზოლების გასაშენებლად) ან გადაშენების პირას მისულ (ვაზის ჯიშები -"ქისი", "ხიხვი") მცენარეებს. მიკროპროექტებით დაინერგა ადგილობრივი ტრადიციული ჯიშების (კახური ღორი, კამეჩი, მეცხვარის ძაღლი) აღდგენა, გენეტიკურად მნიშვნელოვანი ფუტკრის ჯიშების და საერთოდ მეფუტკრეობის აღორძინება. რამდენიმე მიკროპროექტი ემსახურება ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოებას და საკვების წარმოების ტრადიციული ტექნოლოგიების შენარჩუნებას. ამ მიზნებს ემსახურება პროექტი-`თუშური გუდის ყველის ტრადიციული საქმიანობის კონსერვაცია და რეალიზაცია”, პროექტით განხორციელდა თუშეთში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული თუშური გუდის ყველის ტრადიციული წარმოების შენარჩუნების ხელშეწყობა, გაფართოვდა და თანამედროვე სტანდარტების დონეზე ჩამოყალიბდა მარკეტინგული ქსელი. შეიქმნა თუშური გუდის ყველის მწარმოებელთა ასოციაცია.ეკოლოგიურად სუფთა ფიჭის წარმოებას ეხება პროექტი, . "ნატურალური ფიჭის ხაზი ახალი ტექნოლოგიით”, რომელიც თავის მხრივ ეკოლოგიურად სუფთა თაფლის მიღების გარანტიაა. “ეკოლოგიურად სუფთა მეფუტკრეობის განვითარება" პროექტით განხორციელდა მეფუტკრეობაში ხელოვნური კვების გამორიცხვით ფუტკრის გაჯანსაღება და იმუნიტეტის ამაღლება, მედიკამენტების მკვეთრად შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება, რაც ტარდებოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მეთოდების დახმარებით.პროექტი “პური ჩვენი არსობისა”, ემსახურება ადგილობრივი ტრადიციული დოლის პურის მოყვანას, ფქვილისა და პურის წარმოებას. სოფ. ზემო ალვანში შეიქმნა ხილ-ბოსტნეულის და კენკროვანი კულტურების გადასამუშავებელი მცირე საწარმო, რომელიც დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეგიონში ხილისა და ბოსტნეულის ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს.


ომალოში განხორციელდება თუშური ტრადიციული ტექნოლოგიით ლუდის დამზადება-პოპულარიზაცია.
უმნიშვნელოვანესი საქმე გაკეთდა მივიწყებას მიცემული ტრადიციული ხელსაქმის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებით. ამ მიზანს ემსახურება მგპ-ს 5 პროექტი. `ტრადიციული ხელსაქმე მომავალ თაობებს".


პროექტით განხორციელდა ქვემო ალვანში, სკოლის ასაკის ბავშვებში ტრადიციული თუშური ხელსაქმის, ბუნებრივი საღებავების მოპოვება-გამოყენებისა და ხელსაქმისათვის საჭირო ინვენტარის დამზადების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.


“ტრადიციული ხელსაქმის განვითარება”-ს პროექტითდედოფლისწყაროში განხორციელდა "ქიზიყური” ხელსაქმის აღდგენის ხელშეწყობა ძველი ნიმუშების მოძიებითა და მონაცემთა ბაზის შექმნით, ამჟამად მოქმედი მქსოველების დახმარებით წმინდა ქიზიყური ორნამენტებით ნამუშევრების დამზადების, ღებვის ტრადიციული და მცენარეების შეგროვების დამზოგავი მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო დამზადებული ნიმუშების გამოფენა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებლებზე.


სოფ. ზემო ალვანში შეიქმნა მატყლის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, სადაც მიმდინარეობს ტრადიციული ხელსაქმე (ფარდაგების ქსოვა, ნაბდებისა და თექების თელვა, ლეიბების კერვა და სხვა) ბუნებრივი საღებავებით მატყლისა და ძაფის ღებვა. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. საამქრო ემსახურება ახმეტის რაიონს მთლიანად. აქვთ საგამოფენო დარბაზი და სადისტრიბუციო ქსელი.


ახმეტის რაიონის სოფელ ქვ. ალვანში, მგპ-ს პროექტით განხორციელდა თუშური ძველი ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა-შენარჩუნების ხელშემწყობი საქმიანობა და პოპულარიზაცია. ძველი იერსახის მქონე სახლში, მოეწყო საწარმო და საგამოფენო დარბაზი, სადაც დასაქმებული არიან ძველი თაობის მცოდნე სპეციალისტები და თავიანთ ცოდნას გადასცემენ მომავალ თაობას და ყველა დაინტერესებულ პირს.


მგპ-ს 5 პროექტით შექმნილმა საზაფხულო ეკობანაკებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში.პროექტით “მარგინალური ჯგუფის ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამაში”დედოფლისწყაროში განხორციელდა, უნარშეზღუდულ ბავშვთა ინტეგრაცია საზოგადოებაში ეკოჯგუფის შექმნით და ეკოლოგიური განათლების მიღებით.
მგპ-ს საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი პროექტებით განხორციელდა საცხენოსნო ტურიზმისათვის სამოდელო ოჯახური ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება სოფელ ჭეშოში, ცხენების სპეციალური სადგომის და ცხენებისათვის სათანადო აღჭურვილობის შეძენით., ხოლო სოფელ ომალოში ვიზიტორებს დაუბრკოლებლად მოემსახურებიან ცხენებით. ლაგოდეხში საცხენოსნო ტურიზმის მოყვარულებს მოემსახურება მგპ-ს პროექტის ფარგლებში შექმნილი ლაგოდეხის ნაკრძალის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია თუშური ცხენებით, შესაბამი აღჭურვილობითა და საველე ინვენტარით.დედოფლისწყაროში მგპ-ს პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო ბუნების ძეგლის “არწივის ხეობის” მიმდებარე ტერიტორიაზე ფრინველთა თვალიერების ტურიზმის განვითარებას, რისთვისაც შეძენილია შესაბამისი აღჭურვილობა, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “არწივის ხეობა”, რომელიც პატრონაჟს უწევს ბუნების ძეგლს და აშენდა საინფორმაციო ცენტრი. ამ პროექტით პარალელურად მოეწყო საოჯახო სასტუმრო.

სამივე რაიონში განხორციელდა ტრადიციული იერსახის მქონეომფორტულად მოწყობილი საოჯახო სასტუმროების მოწყობა.მგპ-ს 4 პროექტის განხორციელებით გაფათოვდა და კეთილმოეწყო უკვე არსებული ოჯახური სასტუმროები დედოფლისწყაროს რაიონში.
პროექტის ფარგლებში ივრის ზეგანზე “დალის მთის” სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შეიქმნა კომფორტული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ორი საცხოვრებელი კოტეჯი მოეწყო სასტუმროდ. პროექტის ძირითადი მიზანი _ შექმნილიყო გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა – განხორციელდა, რომელიც მოიზიდავს ეკოტურიზმის, ნადირობის და თევზაობის მოყვარულებს “დალის მთის” წყალსაცავზე და მის მიმდებარე სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, რითაც შემსუბუქდება დატვირთვა მდინარე იორისა და ალაზნის თევზის რესურსებზე და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მობინადრე ცხოველებზე.


ლაგოდეხში განხორციელდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა კომფორტული ოჯახური სასტუმროს შექმნით. ასევე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ენერგო-მომარაგების უზრუნველყოფა – წყლის გენერატორით სახლის წინამდებარე მდინარეზე.თანამდროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და სტუმარ-მასპინძლობის ქართული ტრადიციების დაცვით, შეიქმნა საოჯახო სასტუმრო ლაგოდეხის ნაკრძალის სამხრეთ საზღვარზე სოფ. შრომის ჩრდილოეთით.


ოჯახური სასტუმრო მოეწყო პანკისის ხეობაში სოფ. ბირკიანში, ცხენებით საგამყოლო მომსახურებით.


თუშეთში, სოფ. ვერხოვანში მიმდინარეობს ორ სახლში საოჯახო სასტუმროს მოწყობა, ლუდის სახარში და საჯარე შენობების და ხუთსართულიანი ისტორიული ციხე-კოშკის აღდგენა ტრადიციულ სტილში.თუშეთში, სოფ. ომალოში მიმდინარეობს ოთხი სახლისა და ერთი ციხე-სახლის ბაზაზე 21 ადგილიანი ოჯახური სასტუმროთა კომპლექსის – “ომალო-2005” შექმნა სახლების გარეთა იერსახის შეუცვლელად.


პროექტით “ოჯახური სასტუმროს შექმნა”მიმდინარეობს თუშეთის კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვა, ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი იერ-სახის შენარჩუნება, ორ საცხოვრებელ სახლში ოჯახური სასტუმროს მოწყობით.თუშეთში, სოფ. დოჭუში მიმდინარეობს ტრადიციული იერსახისა და არქიტექტურული სტილის დაცვით.4 საცხოვრებელი სახლის მოწყობა ოჯახურ სასტუმროთა კომპლექსად – “დოჭუ”.


თუშეთში, სოფ. დართლოში ხორციელდება ოჯახური სასტუმროების მოწყობა ძველი თუშური სახლების რესტავრაციით.


თუშეთში, სოფ. დართლოში მოეწყო 3 საცხოვრებელი სახლის ოჯახურ სასტუმროთა კომპლექსი – “სამციხე”, სადაც შენარჩუნებულია ტრადიციული იერსახე და არქიტექტურული სტილი, სახლების წინა მხარეს მთის დამრეც კალთაზე კეთილმოეწყო ეზო-ტერასა, ისე, რომ არ დაირღვეულა დართლოს სოფელ-მუზეუმის ისტორიულ-ტრადიციული სახე. თუშეთში, სოფ.დოჭუში, განხორციელდება ხახმატის სალოცავის გვერდზე მდებარე 3 საცხოვრებელი სახლის მოწყობა ოჯახურ სასტუმროთა კომპლექსად – “კრუისკარი”, ტრადიციული იერსახისა და არქიტექტურული სტილის დაცვით.მგპ-ს პროექტით ქვემო ალვანში მოეწყო საკმაოდ კომფორტული ოჯახური სასტუმრო.


მგპ-ს პროექტის ფარგლებში გამოიცა ტურისტებისთვის თუშეთის მოსახლეობის წეს-ჩვეულებებისა და მათთან ურთიერთობების შესახებ სახელმძღვანელო ცნობარი, რომელიც დიდ დახმარებას გაუწევს ტურისტებს. გამოიცა აგრეთვე `სახელმძღვანელო ცნობარი~ კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ შემონახული ტრადიციებისა და ადათ-წესების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, პოტენციური ტურისტებისთვის კახეთის რეგიონის მოსახლეობის წეს-ჩვეულებებისა და მათთან ურთიერთობების შესახებ.
ასევე გაკეთდა და აღდგა დაზიანებული ხიდები. თუშეთში, გომეწრის ხეობაში მოეწყო ორი საცალფეხო, ორი მდგრადი ლითონის ხიდი და რესტავრაცია ჩაუტარდა სოფ. ბეღელასთან არსებულ საავტომობილო ხიდს.


მცირე გრანტების პროგრამით განხორციელებული პროექტებით მოპოვებული იქნა მოსახლეობის მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით;კონკურსების მონაწილეების უმეტესობამ შეიძინა საგრანტო პროექტების წერის გამოცდილება.მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნაწილის დასაქმება; პროექტების დიდი ნაწილი შემოსავლების მომტანია. ერთხელ დაწყებული და შემდგომში სწორად წარმართული საქმიანობა მრავალი წლის მანძილზე მოუტანს სარგებელს პროექტის განმახორციელებელ ჯგუფებს.

Alternative flash content

Requirements

<< < აგვისტო 2016 > >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

Facebook

დამზადებულია mywebs.ge ს მიერ

999f75eaa5fbf8ad4102279013fe466a.jpg
d5f877fd4365c9073eaa1b75212e8b7a.jpg
0f623d13cf4236c22faebc904b17e606.jpg
0f623d13cf4236c22faebc904b17e606.png
ba44c9c0e1a1af1c125ad9824eaa30c6.jpg
79e7f4f351598cde05977b1edf507c33.jpg
4c6c3d810661b2f1bc8d24907bba828e.jpg
2e141dbe0c186e28b5c711d219e214ca.jpg
locksmith edmonton Locksmith Calgary garage Door Repair Edmonton