“რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან ”
03.06.2014
პრესრელიზი
თბილისი
2014 წლის 21 ივნისს “აგრო - ბიზნეს კონსალტინგმა“ პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან“ ფარგლებში თბილისში, სასტუმრო „პრიმა ვერას“-ს საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა შეხვედრას, რომელსაც მონაწილეთა ფართო სპექტრი დაესწრო.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში BS - CBC პროგრამის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების, სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებური თემატურად მონათესავე პროექტების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინგერაციის საკითხებში მინისტრის აპარატის, ასევე სხვადასხა არასამთვრობო ორგანიზაციის წამომადგენლები. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ REPAIR პროექტის ფარგლებში „აგრო-ბიზენს კონსალტინგის“ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შავის ზღვის აუზის ქვეყნებიდან.
შეხვედრის მიზანი იყო თემატურად მონათსავე პროექტების მიერ შესაძლო ერთობლივი ღონისძიებების დასახვა, რომელთა განხორციელებაც გამოიწვევს როგორც სინერგიულ ეფექტებს, ასევე ერთობლივი შედეგების გაფართოებასა და გაძლიერებას. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და დაამყარეს კავშირები სამომავლო კოორდინაციისთვის.
“რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან ”
09.06.2014
პრესრელიზი
2014 წლის 24 მაისს EU, BS CBC, „რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან“ ფარგლებში, ABC - საქართველო, RECM PRRI – მოლდოვა, AHDER – თურქეთი, ECCG – რუმინეთი, და BDCA – ბულგარეთი, იმყოფებოდნენ მდინარე რიონის დელტასა და შავი ზღვის შესართავთან, სადაც აიღეს წყლი სინჯები და ჩაატარეს ტესტირება.
ვიზიტის დროს აღნიშნულ ექსპერტებს შეხვდა ქ. ფოთის ვიცე მერი ბ-ნი ირაკლი კაკულია. მან ისაუბრა მდინარე რიონის წყლის ხარისხსა და მონიტორინგზე. ასევე აღნიშნა შავი ზღვის მიერ ქალაქის ტერიტორიის მიტაცების უაღრესად მწვავე საკითხი. ვიზიტის დროს დაიგეგმა მომავლი შეხვედრები აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტი გზების მოძიებასთნ დაკავშირებით.
“რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან ”
17.04.2014
პრესრელიზი
2014 წლის 21 მარტს „აგრო-ბიზნეს კონსალტინგმა“ „დარკვეთის ქალთა საბჭოსთან“ და „შუქრუთის საერთო ინტერესით გაერთიანებულ ქალთა საინიციატივო ჯგუფთან“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდონარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობის, საერთო ინტერესებისა და უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი სამოქმედო პროგრამის შემუშავებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქალთა აქტიური ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში პროექტის წარმატებით განხორციელების გარანტი იქნება.
პროექტი “რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის მდინარეების გარემოსდაცვისთვის სოფლის მეურნეობის დამაბინძურებლებისგან” REPAIR
30.04.14
პრესრელიზი
2014 წლის 7 აპრილს “აგრო-ბიზნეს კონსალტინგმა”(ABC)ჩაატარა ტრეინინგი კონფლიქტით დაზარალებული ქალბატონებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთაც გააჩნიათ მცირე ფერმერული მეურნეობები. ტრეინინგი ჩატარდა სენაკის ფერმერთა სახლში პროექტის “REPAIR” ფარგლებში. ABC-მა გააფორმა ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „აფხაზინტერკონტი“(AIC), რომელიც უზრუნველყოფს ორი ტრეინინგის ჩატარებას სამეგრელოსა და რაჭის რეგიონში. ტრეინინგს უზღვებოდა ABC-ის უნარ-ჩვევების ამაღლების სპეციალისტი და AIC-ის ექსპერტი. სწავლების თემატიკა იყო“საზოგადოება და გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქართველოში”, “წყლის მართვის ინტეგრირებული სისტემა”და “სოფლის მეურნეობა და ეკოლოგია”. მონაწილეებს დაურიგდათ დღის წესრიგი და სატრენინგო მასალები. ტრეინინგის დასრულების შემდეგ მათ დაურიგდათ შეფასების ფორმები საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად, რომელიც მხედველობაში იქნება მიღებული.